საიტი სატესტო რეჟიმშია — მიმდინარეობს მუშაობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 18 ნოემბერი

ეს გვერდი მოკლედ აღწერს, რა მონაცემებს ამუშავებს Atare.ge, რისთვის, ვის უზიარებს და რამდენ ხანს ინახავს.

1. რა მონაცემებს ვამუშავებთ

  • ანგარიში — სახელი, გვარი, ელ-ფოსტა და პაროლი (პაროლი ინახება მხოლოდ ჰეშის სახით).
  • პირადი ნომერი — გამოცდის კატეგორიების, ხელმისაწვდომი დროებისა და თქვენი ჯავშნის შესამოწმებლად.
  • გამოწერები და შეტყობინებები — არჩეული ცენტრები, კატეგორია, დრო და გაგზავნილი შეტყობინებების ისტორია.
  • არჩევითი — ტელეფონის ნომერი (SMS შეტყობინებისთვის), Telegram-ის დაკავშირება, ბრაუზერის Push-გამოწერა.
  • ტექნიკური — მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერის მოკლე აღწერა, ბოლო შესვლის დრო და IP მისამართი (უსაფრთხოებისა და ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის).
  • საკონტაქტო ფორმა — სახელი, ტელეფონი და შეტყობინების ტექსტი.

2. რისთვის ვიყენებთ

  • ანგარიშის შექმნა და შესვლა, ელ-ფოსტის დადასტურება და პაროლის აღდგენა;
  • მომსახურების სააგენტოში (sa.gov.ge) შემოწმება, გჭირდებათ თუ არა სერვისი, და თავისუფალი ადგილების მონიტორინგი;
  • შეტყობინებების გაგზავნა თქვენ მიერ არჩეული არხებით (ელ-ფოსტა, Push, Telegram, SMS);
  • სერვისის უსაფრთხოება და ტექნიკური გამართულობა.

მონაცემებს არ ვიყენებთ რეკლამისთვის და არ ვყიდით.

3. ვის ვუზიარებთ

მხოლოდ იმდენს, რამდენიც სერვისის მუშაობისთვისაა საჭირო:

  • შსს მომსახურების სააგენტო (sa.gov.ge) — პირადი ნომერი, კატეგორიების, დროებისა და ჯავშნის შესამოწმებლად;
  • ტექნიკური მომწოდებლები — სერვერი (მონაცემთა ცენტრი გერმანიაში, ევროკავშირი), Cloudflare (ქსელი და დაცვა), Namecheap Private Email (ელ-ფოსტა), UBill (SMS), Telegram (თუ დააკავშირებთ), ბრაუზერის Push-სერვისი (თუ ჩართავთ).

სახელმწიფო ორგანოებს მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. Cookies და ანალიტიკა

სესიის cookie საჭიროა სისტემაში შესასვლელად. ანალიტიკის cookie (Google Analytics) გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ბანერში დაეთანხმებით; ასეთ შემთხვევაში Google-ს გადაეცემა მხოლოდ ანონიმური სტატისტიკა (ნანახი გვერდები, მოწყობილობის ტიპი, ქვეყანა) — სახელი, ელ-ფოსტა ან პირადი ნომერი არა. დეტალები: Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

5. დაცვა

სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, პირადი ნომერი და IP მისამართი ბაზაში დაშიფრულია (AES-256); მოსაძებნად გამოიყენება ცალმხრივი ჰეში. კავშირი დაშიფრულია (HTTPS). პირადი ნომერი სისტემურ ჟურნალებში არ იწერება.

6. შენახვის ვადა

  • ანგარიშის მონაცემები ინახება, სანამ ანგარიში აქტიურია;
  • 3 თვის განმავლობაში უმოქმედო ანგარიში ავტომატურად და სრულად იშლება;
  • ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროფილიდან („ანგარიში" → „ანგარიშის წაშლა");
  • დაუსრულებელი რეგისტრაციის მონაცემები იშლება 1 საათში; თუ სერვისის საჭიროება ვერ დადასტურდა, პირადი ნომერი არ ინახება, დანარჩენი კი 10 წუთში იშლება;
  • შეტყობინებების ისტორია ინახება 7 დღე;
  • დაშიფრული სარეზერვო ასლები ინახება 14 დღე, რის შემდეგაც წაშლილი მონაცემები მათგანაც ქრება.

7. თქვენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა, დამუშავების შეზღუდვა, ასევე ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა (ეს არ ცვლის მანამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებას).

მოთხოვნა გამოგზავნეთ მისამართზე [email protected] — გიპასუხებთ 10 სამუშაო დღეში.

საჩივრის შეტანა შეგიძლიათ საზედამხედველო ორგანოში. 2026 წლის 2 მარტიდან ეს ფუნქცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აკისრია: sao.ge, [email protected], +995 322 438 118, თბილისი 0144, სანდრო ეულის ქ. 7.

8. ცვლილებები

პოლიტიკის განახლებისას ახალი ვერსია ამ გვერდზე გამოქვეყნდება განახლების თარიღით.